- Advertisement -

კობახიძე:კონსტიტუციით გაიწერება,ქართული მიწა დარჩეს მხოლოდ საქართველოს და ჩვენს მოქალაქეებს

448

"დღეს გაიმართება კონსტიტუციის კანონპროექტის განხილვა ადამიანის უფლებათა კომიტეტში. ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია მიწაზე საკუთრების უფლების კონსტიტუციური მოწესრიგება. ჩვენ გვსურს გავახმოვანოთ ჩვენი გუნდის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით",-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწები მხოლოდ საქართველოსა და მისი მოქალაქეების საკუთრება იქნება.

"სამთავრობო გუნდსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის გამართული კონსულტაციის საფუძველზე ერთსულოვნად იქნა გადაწყვეტილი მაქსიმალურად მკაფიო და მკაცრი კონსტიტუციური ჩანაწერით დავიცვათ ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების სტრატეგიული ინტერესი, ქართული მიწა დარჩეს მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს, საქართველოს მოქალაქეებისა და მათი გაერთიანებების საკუთრებაში.

აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ყველა ფაქტორის მიწის არსებული და პოტენციური საბაზრო ღირებულების, უცხოური ინვესტიციების მოზიდვასა და ეკონომიკურ ზრდაში მიწის გასხვისების წვლილი სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენის არსებული პრაქტიკის და რაც მთავარია ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწილებით",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Comments
Loading...