- Advertisement -

კობახიძე: აბსოლუტურად ზედმეტია პარლამენტის თავმჯდომარისთვის 4 წლით დაცვის დატოვება

58

ირაკლი კობახიძის თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მთავარია სახელმწიფოებრივი მიდგომა, ის თუ რა არის სწორი.
“მინდა, შეგახსენოთ, რომ თვითონ ვიყავი ინიციატორი რეგლამენტში ცვლილებების, რომლის მიხედვითაც პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს არა ოთხი, არამედ ერთი წლის ვადით უნარჩუნდება სახელმწიფო დაცვა.
მე ვიყავი ამის ინიციატორი, რადგან მიმაჩნდა და დღესაც მიმაჩნია, რომ ზედმეტია აბსოლუტურად პარლამენტის თავმჯდომარისთვის ოთხი წლით დაცვის დატოვება და იმავეს ვიტყვი პრეზიდენტზეც. ჩემი გადაწყვეტილება ჩემ წინააღმდეგ იყო მიმართული თავის დროზე? ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს 16 დეკემბრიდან სახელმწიფო დაცვა მოეხსნება.
The post კობახიძე: აბსოლუტურად ზედმეტია პარლამენტის თავმჯდომარისთვის 4 წლით დაცვის დატოვება appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...