- Advertisement -

კობახიძე: აუდიტის სამსახურის უფროსი გამწესდება არა უგვიანეს სექტემბრისა

433

„აუდიტის სამსახურის უფროსი გამწესდება არა უგვიანეს სექტემბრისა, ხოლო თუ რიგგარეშე სესია დაინიშნა. აუდიტის სამსახურის უფროსი შეიძლება რიგგარეშე სესიაზეც იყოს გამწესებული“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გენერალური აუდიტორის კანდიდატურასთან დაკავშირებით, გუნდში კონსულტაციები გაიმართება.

„რაც შეეხება კანდიდატებს, ჯერჯერობით არც ერთ კანდიდატს არ ვასახელებთ, გვექნება კონსულტაციები გუნდში. რა თქმა უნდა, ეს არის ერთპიროვნული გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარის, თუმცა, გადაწყვეტილებას იღებს უმრავლესობა, გადაწყვეტილებას იღებს გუნდი. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, ჩვენ, კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციები გვექნება გუნდთან და ამის საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

Comments
Loading...