- Advertisement -

კობახიძე: გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მხარდაჭერას

301

"ეს გზავნილები არის ძალიან მყარი მხარდაჭერის დადასტურება", – ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიას. დოკუმენტში საუბარია საქართველოზეც.

"ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას საქართველოს მიმართ და ეს გზავნილები არის ძალიან მყარი მხარდაჭერის დადასტურება. მადლიერნი ვართ ჩვენი ამერიკელი მეგობრების, რა ძალიან მყარი, ძალიან ცხადი მხარდაჭერისთვის და ძალიან მკაფიო გზავნილებისთვის"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Comments
Loading...