- Advertisement -

კობახიძე: გარემოს დაცვის სამინისტროზე აზრთა სხვადასხვაობაა, რაზეც დამატებითი კონსულტაციები შედგება

289

„არის განსაკუთრებული, ერთგვარი აზრთა სხვადასხვაობა გარემოს დაცვასთან დაკავშირებით, ასევე, გარკვეული კითხვები არსებობს დაზვერვის სამსახურთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით შედგება დამატებითი კონსულტაციები და შემდეგ დავუბრუნდებით საპარლამენტო განხილვას“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

"ჩვენ განვიხილავთ საკმაოდ მსხვილ პაკეტს, რომლის განხილვა საჭიროებს დროს, კონსულტაციებს და აქედან გამომდინარე, საჭირო გახდა გადადება განხილვისა. ამ საკითხს აუცილებლად დავუბრუნდებით მომდევნო კვირაში. რა თქმა უნდა, აქტუალურია ისეთი საკითხები, როგორიცაა სამინისტროების შერწყმა. როგორც მოგეხსენებათ, არის განსაკუთრებული, ერთგვარი აზრთა სხვადასხვაობა გარემოს დაცვასთან დაკავშირებით, ასევე, გარკვეული კითხვები არსებობს დაზვერვის სამსახურთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით შედგება დამატებითი კონსულტაციები და კონსულტაციების შემდეგ უკვე დავუბრუნდებით საპარლამენტო განხილვას",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ

Comments
Loading...