- Advertisement -

კობახიძე გიორგი როყვას შესაძლო გაუჩინარებაზე: დაწყებულია საგამოძიებო მოქმედებები

337

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის კოტე შარაშენიძის მხარდამჭერის გიორგი როყვას შესაძლო გაუჩინარებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებებია დაწყებული.

"მაქვს ინფორმაცია, რომ დაწყებულია საგამოძიებო მოქმედებები. ბუნებრივია, ნათელი უნდა მოეფინოს ამ საკითხს და დარწუნებული ვარ, რომ სამართალდამცავი ორგანოები ყველა საჭირო ზომას მიიღებენ",-განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, კონსტანტინე შარაშენიძის ინფორმაციით, მისი მხარდამჭერი ორი დღეა გაუჩინარდა, შტაბში აღნიშნულს შანტაჟს უკავშირებენ. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტრო გაუჩინარების ფაქტს არ ადასტურებს. 

Comments
Loading...