- Advertisement -

კობახიძე გოგიჩაიშვილს: ნაძირალა ხარ, ეგ სიტყვები არ შეგრჩება და მაგრად განანებ!

18

ოპოზიციონერი დეპუტატების გაღიზიანება მოჰყვა ირაკლი კობახიძის რეპლიკას, სადაც მან “ევროპული საქართველოს” წევრს, აკაკი ბობოხიძეს “ბერბიჭაშვილი” უწოდა, ხოლო სერგო რატიანს უთხრა, რომ “ეკლესიის მტერს წარსულს ჩააბარებს”.
“ჩინჩალაძე ვინ არის, ვინ?” – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა ირაკლი კობახიძის მისამართით მას თავის მხრივ, ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ ამ სიტყვებს არ შეარჩენდა.
“შენ ხარ ნაძირალა. არ შეგრჩება ეს სიტყვები. განანებ მაგრად. ლევან, შენც გიგლა ბერბიჭაშვილი ხარ, მაგიტომ ხარ ტანდემში ნაციონალურ მოძრაობასთან, გიგლა ბერბიჭაშვილი რომ ხარ! არ შეგრჩება ეგ სიტყვები, განანებ”- უპასუხა კობახიძემ.
თავად აკაკი ბობოხიძემ კოლეგებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და ურჩია პროვოკაციებს არ აყვნენ.
The post კობახიძე გოგიჩაიშვილს: ნაძირალა ხარ, ეგ სიტყვები არ შეგრჩება და მაგრად განანებ! appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...