დღეს 2008 წლის აგვისტოს ომის გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. ამასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძემ განცხადება გაავრცელა:
დღეს თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი გმირის, გაუტეხავი, ამაყი და თავისუფლებისმოყვარე ქართული სულის სიმბოლოს – გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა.
საუკუნეების განმავლობაში, საქართველოს დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა სწორედ ასეთი გმირების მხრებზე იდგა. სწორედგიორგი ანწუხელიძის მსგავსი ადამიანების დამსახურებაა, რომ ჩვენ ახლა დამოუკიდებელ საქართველოში ვცხოვრობთ. 23 წლისსერჟანტმა 2008 წლის აგვისტოს ომში ის გააკეთა, რასაც ჩვენ წიგნებში, გმირთა შესახებ მოთხრობილ ისტორიებში ვკითხულობთ – სასტიკი წამების მიუხედავად, არ გატყდა და მტერს ქედი არ მოუხარა.
გიორგი ანწუხელიძის გმირობა დარჩება საქართველოს ისტორიას და მომავალ თაობებს, – ნათქვამია ირაკლი კობახიძის განცხადებაში.