- Advertisement -

კობახიძე “ენმ”-ზე: ესენი არიან მარგინალები, ამათი გამოსწორება არის შეუძლებელი

17

„ერთ-ერთი მთავარი პლუსი პროპორციული სისტემის არის ის, რომ ამ დროს ჩნდება შანსი კოალიციის, შანსი ჩნდება იმის, რომ პარტიები ერთმანეთთან დათმობაზე, მოლაპარაკებებზე წავიდნენ და ასე შემდეგ. წარმოიდგინეთ, ჩვენ არ დაგვიწყია საუბარი იმაზე, რომ არ ვაპირებდით „ნაცებთან“ და პრორუსულ ძალებთან კოალიციის შექმნას. „ნაციონალებმა“ დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ არავითარ შემთხვევაში არ შექმნიდნენ კოალიციას „ოცნებასთან“, ეს არის მათი დამოკიდებულება, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამას ნუ შევხედავთ, ესენი არიან მარგინალები, ამათი გამოსწორება არის შეუძლებელი. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ისე, როგორც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ეს უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულება და ჩვენი მიდგომა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
შეგახსენებთ: პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხზე დღეს უმრავლესობის სხდომა გაიმართა, ახლა კი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პარლამენტში მიმდინარეობს. მაჟორიტარები პროპორციული სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩასაგდებად ემზადებიან.
პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პლენარულ სესიაზე გუშინ დაიწყო.
The post კობახიძე “ენმ”-ზე: ესენი არიან მარგინალები, ამათი გამოსწორება არის შეუძლებელი appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...