- Advertisement -

კობახიძე: ე.წ. გერმანული მოდელი არ არის თავსებადი კონსტიტუციასთან

13

„ამაზე საუბარი 2016 წელსაც იყო. გერმანული მოდელი არ არის თავსებადი იმ კონსტიტუციურ მოცემულობასთან, რომელიც არის ჩამოყალიბებული, კონსტიტუციასთან არ არის თავსებადი. აქედან გამომდინარე, ამაზე მსჯელობა არის შეუძლებელი სამართლებრივი მიზეზით“, – განაცხადა  ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე  პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით ოპოზიციის მოთხოვნას გამოეხმაურა და განმარტა, რომ არჩევნების ჩატარების თარიღის მიუხედავად, პოლიტიკური მოცემულობა არ შეიცვლება და „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს.
„პოლიტიკურ პარტიებს მოვუწოდებ, რომ მოემზადონ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. არჩევნები რიგგარეშე იქნება, თუ არ იქნება რიგგარეშე და ჩატარდება ოქტომბერში, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენთვის შედეგის კუთხით, პოლიტიკური მოცემულობა არ იცვლება არც ერთ შემთხვევაში. დამაჯერებლად მოვიგებთ არჩევნებს. ვფიქრობ, რომ უფრო მეტად სპეკულაციურია ეს მოთხოვნა. მათაც არ აწყობთ. უბრალოდ, რაღაც მოთხოვნა უნდა დაეყენებინათ, ვერ მოიფიქრეს, ოპოზიცია ვერ შეჯერდა. ამაზეც ვერ თანხმდებიან ერთმანეთში, თუ რა მოთხოვნა უნდა დააყენონ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
The post კობახიძე: ე.წ. გერმანული მოდელი არ არის თავსებადი კონსტიტუციასთან appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...