- Advertisement -

კობახიძე: ვენეციის კომისიას ვთხოვეთ, რომ ოქტომბრის თვეში წარმოადგინოს უკვე საბოლოო დასკვნა

440

"მოხარულნი ვართ, რომ ვენეციის კომისიამ მყარად დაადასტურა, რომ ახალი რედაქცია ჩვენი კონსტიტუციის სრულ შესაბამისობაშია კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან",-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ვენეციის კომისიას სთხოვეს, რომ საბოლოო დასკვნა ოქტომბერში წარმოადგინოს.

"ჩვენ პლენარულ სხდომაზე კიდევ ერთხელ გამოვთქვით ჩვენი მზადყოფნა, რომ სრულად გავითვალისწინებთ ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციას, ამ რეკომენდაციების გათვალისწინების საფუძველზე გაგრძლდება განხილვები უკვე საქართველოს პარლამენტში ჩვენი კონსტიტუციის.

გარდა ამისა, ჩვენ ვენეციის კომისიას ვთხოვეთ, რომ ოქტომბრის თვეში წარმოადგინოს უკვე საბოლოო დასკვნა, საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით, მას შემდეგ რაც ეს დოკუმენტი ორი მოსმენით იქნება მიღებული საქართველოს პარლამენტის მიერ, საბოლოო დასკვნაში უკვე სრულად იქნება ასახული ყველა ის ნორმა, რომელიც არის წარმოდგენილი საქართველოს კონსტიტუციაში.

ამრიგად ჩვენ შევასრულეთ ჩვენი დანაპირები ქართული საზოგადოების წინაშე.

ჩვენ ვცვლით დაუხვეწავ, არადემოკრატიულ კონსტიტუციას ძალიან დახვეწილი და დემოკრატიული კონსტიტუციით",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

Comments
Loading...