- Advertisement -

კობახიძე: ვენეციის კომისიის დასკვნაში საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი დადებითადაა შეფასებული

344

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნის შინაარსი, რომელიც ამ ეტაპზე გამოქვეყნებული არ არის, საზოგადოებას საგანგებო ბრიფინგზე გააცნო.

როგორც კობახიძე ირწმუნება, დაკსვნაში საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი დადებითად არის შეფასებული.

"საბოლოო დასკვნაში აღნიშნულია შემდეგი, ვციტირებ: "საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი ასრულებს საქართველოს პოლიტიკური სისტემის გარდაქმას საპარლამენტო სისტემად და ეს არის დადებითი ნაბიჯი ქვეყნის კონსტიტუციური სისტემის კონსოლიდაციისა და გაუმჯობესების თვალსაზრისით.

საკონსტიტუციო რეფორმა ეფუძნება დემოკრატიის სამართლერბივი სახელმწიფოს და ძირითადი უფლების დაცვის პრინციპებს.

დასკვნაში დადებითად არის შეფასებული ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც იქნა გათვალისწინებული საქართველოს პარლამენტის მიერ", – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, კომისიის დასკვნაში დადებითად არის შეფასებული პრეზიდენტის არაპიდაპირი არჩევის წესი და დასკვნაში აღნიშნულია, რომ ეს ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება.

"გარდა ამისა, კომისიის დასკვნაში აღნიშნულია, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა 5%-იანი საარჩევნო ბარიერით, რომელიც მომდევნო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედდება, სრულად შეესაბამება სამართლებრივ სტანდარტებს და ეს არის უმნიშვნელოვანესი პროგრესული ნაბიჯი, ის ნაბიჯი რომელიც აქამდე არც ერთ ხელისუფლებას არ გადაუდგამს", – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. 

Comments
Loading...