- Advertisement -

კობახიძე: ვტოვებთ ძალიან დახვეწილ კონსტიტუციას, რომელიც დემოკრატიულ განვითარებას უზრუნველყოფს

305

"ვტოვებთ ძალიან დახვეწილ კონსტიტუციას, რომელიც ძალიან დიდი ხნის განამვლობაში უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას",–ამის შესახებ ჟურნალოსტებთან, ვეტოს ძაძლევის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

"ჩვენ დღეს მივიღეთ ძალიან დახვეწილი დოკუმენტი. მუდმივად პრობლემა იყო კონსტიტუციის გაუმართაობა. დღევანდელ კონსტიტუციაზეც ეს შეიძლება ითქვას და ჩვენ დაუხვეწავი დოკუმენტი შევცვალეთ დახვეწილი დოკუმენტით, რომლითაც როგორც ვენეციის, ასევე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა აღნიშნეს, ყალიბდება ძალიან დახველიწი ევროპული ტიპის საპარლამენტო მმართველობის სისტემა. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა, ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება, ეს არის ამომრჩევლისთვის მიცემული დაპირება ჩვენი მხრიდან, და ჩვენ ეს დანაპირები პირნათლად შევასრულეთ და ვტოვებთ ძალიან დახვეწილ კონსტიტუციას, რომელიც ძალიან დიდი ხნის განამვლობაში უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას",- განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, როგორც კი მოეწერება ხელი დოკუმენტს, მაშინვე მოხდება იმ საკითხების ინიცირება, რომელიც აისახა ვენეციის კომისიის ბოლო დასკვნაში.

კობახიძემ ასევე კომენტარი გააკეთა პრეზიდენტის წარმომადგენლის განცხადებაზე საზოგადოების დაყოფასთან დაკავშირებით და განმარტა რომ როდესაც ასეთ რამეს ამბობს პრეზიდენტის წარმომადგენელი, იმ თანამდებობის პირის წარმომადგენელი, რომელიც უნდა იყოს გამაერთიანებელი ქვეყნის, ეს არის უფრო მეტი ვიდერე შემაშფოთებელი.

"ჩვენ ვისმენთ დიდიხანია ასეთ განცხადებას. ეს არის არა მარტო ოპიზიციონერის განცხადება, არამედ ეს არის რადიკალი ოპოზიციონერის განცხადება, ასე არ უნდა საუბრობდეს პრეზიდენტი თუ მისი წარმომადგენელი",–განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება დოკუმენტზე ხელისმოწერის საკითხს, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ტექნიკური საკითხია და არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ვინ მოასწერს ხელს დოკუმენტს, მისივე თქმით, ხელმოწერა პრეზიდენტის პრეროგატივაა და თუ პრეზიდენტი ხელს არ მოაწერს, პარლამენტის თავმჯდომარე იქნება პასუხისმგებლელი ხელის მოწერაზე.

Comments
Loading...