- Advertisement -

კობახიძე: თავიდან ბოლომდე ვემიჯნებით “პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატების მოსკოვში ვიზიტს

448

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი და საპარლამენტო უმრავლესობა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრთა მოსკოვში ვიზიტს ემიჯნება. მისი თქმით, ეს არის პარტიული ვიზიტი, რომელსაც პარლამენტთან ვერანაირი კავშირი ვერ ექნება.

„ეს არის პარტიული ვიზიტი. ბუნებრივია, ამ ვიზიტს ვერანაირი კავშირი ვერ ექნება პარლამენტთან და ეს ვიზიტი არის წინააღმდეგობაში მმართველი გუნდის მიერ და საპარლამენტო უმრავლესობის მიერ გაცხადებულ ხაზთან. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ, თავიდან ბოლომდე ვემიჯნებით ამ ვიზიტს. ეს არის პარტიული ვიზიტი. ნებისმიერ პარტიას შეუძლია თვითონ დაგეგმოს თავისი ვიზიტები. პარლამენტთან ამას ვერანაირი კავშირი ვერ ექნება. რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას, ბუნებრივია ჩვენ, ასეთ ვიზიტებს ვემიჯნებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
 

Comments
Loading...