- Advertisement -

კობახიძე: თვითმმართველობაზე არასამთავრობოების მიმართვა პრეზიდენტისადმი მოსაწონი არაა

470

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციების პრეზიდენტისადმი მოწოდებას ეხმაურება.

„ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციებს ვთხოვეთ, წარმოედგინათ არგუმენტები, კონტრარგუმენტები თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით და მათ ვერ მოახერხეს ასეთი კონტრარგუმენტების წარმოდგენა. აქედან გამომდინარე ეს პოზიცია ჩვენთვის არის, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარი. შესაბამისად, ჩვენთვის, ბუნებრივია, მოსაწონი ვერ იქნება ასეთი მიმართვა პრეზიდენტის მიმართ“, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვას პრეზიდენტის მიმართ, თვითმმართველობის კოდექსში შესულ ცვლილებებს ვეტო დაადოს.

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის თითოეული ოლქი კანონმდებლობის შესაბამისად შეიქმნება.
 

Comments
Loading...