- Advertisement -

კობახიძე: თუ პარტიები კომპრომისზე არ წამოვლენ, პრეზიდენტის ირიბად არჩევა 2018 წელსვე მოხდება

510

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ იმ შემთხვევაში თუ პოლიტიკური პარტიები და პრეზიდენტი კომპრომისზე არ წამოვლენ პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა შემდეგ არჩევნებზე მოხდეს და მან 2023 წლამდე არ გადაიწიოს.

მისივე შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ექსპერტები პარლამენტისა და საკონსტიტუციო კომისიის საწინააღმდეგო კამპანიაში ჩაერთვნენ.

"აქ საუბარი იყო პოლიტიკურ კომპრომისზე კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებთან და სუბიექტებთან. ერთადერთი საფუძვეილი გაისად პირდაპირი არჩევნების ჩატარეების არის პოლიტიკური კომპრომისი. თუ პოლიტიკურ კომპრომისს აზრი არ ექნება, მაშინ ჩვენ გადავალთ იმ სისტემაზე, რომელიც ჩვენი აზრით სწორია.

ჩვენ გვაქვს დიდი იმედი, რომ კომპრომისს აზრი არ დაეკარგება. თუმცა, არის კონკრეტული პროცესები, რომელიც საპირისპიროზე მიუთითებს. სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტმა დაიწყო მთელი კამპანია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წინააღმდეგ, რომელიც გრძელდება და ეს კამპანია გაგრძელდება როგორც ჩანს, საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგაც.ბოლოს შედგა შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, პოლიტიკურ პარტიებსა და ე.წ. ექსპერტებს შორის, სადაც ისინი შეთანხმდნენ როგორ უნდა დაგეგმონ ერთობლივი კამპანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

თუ ასეთი პროცესები გაგრძელდება ბუნებრივია კომპრომისი დაკარგავს აზრს და ასეთ შემთხვევაში პირდაპირ გადავალთ იმ სისტემაზე რომელიც ჩვენი აზრით უფრო სწორია. ანუ არ დავტოვებთ 7 წლის განმავლობაში იმ სისტემას, რომელიც ჩვენი აზრით არასწორია სისტემური კუთხით", – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Comments
Loading...