- Advertisement -

კობახიძე: კახა კალაძე არჩევნებში მთავარი გმირი იყო და მან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა

288

"კახი კალაძე იყო ამ არჩევნების მთავარი გმირი და მან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა პირველივე ტურში . ვულოცავ კახი კალაძეს ამ ძალიან დამაჯერებელ და ღირსეულ გამარჯვებას", – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ "ქართული ოცნების" პარტიის ოფისშიგამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"მივულოცავ მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც თითოეულ მერობის კანდიდატს, ასევე საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებს არჩევნებში გამარჯვებას.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განახლებული იქნება ადგილობრივი თვითმმართველობა. "ქართული ოცნების" სლოგანი იყო „ძლიერი თვითმმართველობა, ძლიერი საქართველოსთვის", და ამისათვის არსებითი განახლება იქნა უზრუნველყოფილი ჩვენი მხრიდან. ადგილობრივ თვითმმართველობაში წარდგენილი იყო უამრავი ახალი კანდიდატი, როგოც მერის პოსტზე, ასევე საკერბულოს წევრად. მათ მოიპოვეს დამაჯერებელი გამარჯვება. მე მინდა წარმატება ვუსურვო ხალხის მიერ არჩეულ მერებს და საკრებულოს წევრებს თავიანთ საქმიანობაში მომდევნო 4 წლის მანძილზე", – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. 

Comments
Loading...