- Advertisement -

კობახიძე კონსტიტუციაზე: საკითხები,რომელიც მმართველ გუნდში კონსენსუსის საფუძველია,არ გადაიხედება

441

პირადად ჩემსა და პრემიერ მინისტრს შორის არის სრული კოორდინაცია საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ირაკლი კობახიძის განცხადებით მმართველი გუნდი მზადაა სუფთა ფურცლიდან დაიწყოს კონსულტაციები. მისი განცხადებით ერთადერთი, რაც არ გადაიხედება არის გარკვეული საკითხები, რომელიც კონსენსუსის მთავარი საფუძველი იყო მმართველი გუნდის შიგნით.

„პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ ჩვენ, საპარლამენტო უმრავლესობასა და მთავრობას შორის არის სრული კოორდინაცია. პირადად ჩემსა და პრემიერ მინისტრს შორის არის სრული კოორდინაცია საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით და ჩვენ გვაქვს ერთნაირი პოზიცია და ერთნაირი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით. მიდგომა მდგომარეობს შემდეგში, ჩვენ ველოდებით ოპოზიციის წინადადებებს. ეს წინადადებები შეიძლება შეეხებოდეს სხვადასხვა საკითხს, თითოეულ საკითხს ჩვენ მივუდგებით მთელი ყურადღებით.

კონსულტაციები შეიძლება შეეხებოდეს ნებისმიერ საკითხს. ჩვენ სუფთა ფურცლიდან ვართ მზად, რომ დავიწყოთ ეს კონსულტაციები. ერთადერთი, არის გარკვეული საკითხები, რომელიც იყო კონსენსუსის მთავარი საფუძველი მმართველი გუნდის შიგნით და ბუნებრივია ეს საკითხები ვერ გახდება გადასინჯვის საგანი“, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Comments
Loading...