- Advertisement -

კობახიძე: კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციაზე ჩანაწერი დისკრიმინაციის საფუძველი ვერ გახდება

297

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვენეციის კომისიის მიერ მოსაზრება იყო გამოთქმული, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციაზე ჩანაწერი დისკრიმინაციის საფუძველი არ უნდა გამხდარიყო.

თუმცა, კობახიძის თქმით, პარლამენტის მიერ მიღებული შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად, დისკრიმინაცია ყველა ფორმით არის შეზღუდული და აკრძალული, შესაბამისად, კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციის ჩანაწერი დისკრიმინაციის საფუძველი ვერ გახდება.

"30-ე მუხლი ეხება ქორწინების უფლებას, დედათა და ბავშვთა უფლებებს. იყო ძალიან ფართო დისკუსია საზოგადოებაში და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაგვეზუსტებინა ქორწინების დეფინიცია. კერძოდ, ახალ რედაქციაში აღნიშნულია, რომ ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას. აქ იყო მოსაზრება გამოთქმული ვენეციის კომისიის მხრიდან, რომ ეს ჩანაწერრი დისკრიმინაციის საფუძველი არ უნდა გახდეს, თუმცა გვაქვს მიღებული შესაბამისი კანონმდებლობა.

დისკრიმინაცია ყველა ფორმით არის შეზღუდული და აკრძალული.აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, ვერავითარ შემთხვევაში ეს ჩანაწერი ვერ გახდება დისკრიმინაციის საფუძველი. ძალიან მნიშვნელოივანი იყო ქორწინების დეფინიციის დაზუსტება კონსტიტუციის დონეზე და ეს მნიშვნელოვანი ცვლილება არის შეტანილი კონსტიტუციის 30-ე მუხლის ახალ რედაქციაში", -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Comments
Loading...