- Advertisement -

კობახიძე: “მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტის მხარდაჭერაზე გადაწყვეტილება მსჯელობის საფუძველზე მივიღეთ

280

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, “მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტის მხარდაჭერის შესახებ გადაწყვეტილება მსჯელობის საფუძველზე იქნა მიღებული. რაც შეეხება ვეტოს, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა.

"გაიმართა მსჯელობა მაუწყებლის კანონთან დაკავშირებით პარლამენტში და ამ მსჯელობის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება კანონპროექტის მხარდაჭერის თაობაზე. რაც შეეხება ვეტოს, ვეტო არის პრეზიდენტის პრეროგატივა და ვეტო არის იმისთვის, რომ დაბრუნდეს პარლამენტში და ამის საფუძველზე შედგეს განხილვა. რა თქმა უნდა, შედგება განხილვა ვეტოსთან დაკავშირებით. ამის საფუძველზე მიიღებს პარლამენტი საბოლოო გადაწყვეტილებას",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

Comments
Loading...