- Advertisement -

კობახიძე: მაშინდელმა სამთავრობო ხელმძღვანელობამ შახტაზე სწორი პოზიციები არ გაგვატარბინა

160

"ეს ტრაგიკული შემთხვევა, თითოეული ჩვენგანის ტკივილია, კონკრეტული ზომებია მისაღები, რომ ასეთი შემთხვევები არ განმეორდეს", – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე მინდელის შახტაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განაცხადა.

კობახიძემ აცხადებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობას ყოველთვის სწორი პოზიცია ჰქონდა, პოზიციას აფიქსირებდნენ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის დროს, თუმცა მაშინდელმა მთავრობის ხელმძღვანელობამ შესაბამისი ზომების მიღების საშუალება არ მისცა. 

"მინდა აღვნიშნო, რომ ამ საკითხთან მიმართებაში საპარლამნტო უმრავლესობას ყოველთვის სწორი პოზიცია ჰქონდა. გახსოვთ ჩვენი პოზიცია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში, ჩვენი კომისია საპარლამენტო მუშაობის პროცესში, თუმცა, მაშინდელი სამთავრობო ხელმძღვანელობის ხისმტა პოზიციამ ჩვენ არ მოგვცა სწორი ზომების მიღების და სათანადო ცვლილებების განხორციელების საშუალება. რაც არის სამწუხაროა და ეს საჭიროებს სასრაფო ცვლილებებს", – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმდჯომარის შეფასებით, პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ შახტის დახურვის თაობაზე პრინციპული და ძალიან სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო.

"თუმცა ესეც არ არის საკმარისი, ჩვენ უნდა დავიწყოთ კონსულტაციები დღესვე მთავრობასთან იმისათვის, რომ მიღებული იქნას ძალიან ქმედითი ზომები, იმისათვის, რომ ასეთი ტრაგიკული შემთხვევები არ განმეორდეს. ჩვენ 2012 წელს დავუპირისპირდით ბევრ რამეს, რაც წინა ხელისუფლებაში არ მოგვწონდა, და ერთ-ერთი ეს იყო ლიბერტარიანული მიდგომა, რომელიც მაშინდელ ხელისუფლებას ჰქონდა.

ასეთი მიდგომა პირდაპირ ეწინააღდმეგება იმ მთავარ ღირებულებას, რომელზეც ჩვენს პოლიტიკას ვაფუძნებთ – ეს არის ადამიანი. ადამიანი უნდა იყოს მთავარი ღირებულება ჩვენს პოლიტიკაში", – განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აქვე აღნიშნა, რომ კონკრეტული ცვლილებები უნდა განხორციელდეს შრომის უსაფრთხოების უზრუნევლსაყოფად.

შეგახსენებთ, რომ უბედურ შემთხვევას მინდელის შახტაში 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია 5 ადამიანი, რომელთაგან 2-ის მდგომარეობა მძიმეა.

Comments
Loading...