- Advertisement -

კობახიძე: მედიამ პრეზიდენტის ფრაზები აქცია ჰედლაინებად, რომელიც აცდენილია რეალობას

704

"ჩვენმა კოლეგებმა არა ერთგზის აღნიშნეს, რომ ამ მოხსენებას აკლდა მნიშვნელოვანწილად ობიექტურობა და მე სამწუხაროდ, უნდა გავიზიარო ეს მოსაზრება",-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის მოხსენებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით პრეზიდენტმა უმძიმესი შეფასებები გააკეთა და დახატა ვიტარება, რომელიც დღეს არსებულ ვითარებას არ შეესაბამება. მისი თქმით, პრეზიდენტის გარკვეული ფრაზები, მედიამ ჰედლაინებად აქცია, რომელიც დღევანდელ რეალობას მთლიანად არის აცდენილი.

"ძალიან მძიმე სურათი დაიხატა პრეზიდენტის მოხსენებაში და მე ვფიქრობ, რომ ეს სურათი არ ასახავს იმ სინამდვილეს, რომელიც ჩამოყალიბებულია ჩვენს ქვეყანაში. შეგახსენებთ რამდენიმე ფრაზას, საუბარი იყო მოხსენებაში, რომ იყო ძალაუფლების კონცენტრირების საფრთხე და ეს საფრთხე იქცა სერიოზულ პრობლემად, ეს საკმაოდ მძიმე განცხადებაა, მმართველი ძალა ჩაიკეტა საკუთარ თავში, ესეც ძალიან მძიმე განცხადებაა, ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ მოქალაქე დაუცველია, როცა ხელყოფილია მისი უფლება ილოცოს, როცა მას ამცირებენ ეთნიკური წარმომავლობის გამო, როცა მას ჩაგრავენ სექსუალური ორიენტაციის გამო, როცა მას არასათანადოდ ეპყრობიან სამართალდამცავები, როცა მას დევნიან პოლიტიკური და სხვა ნიშნით, როცა მას უკანონოდ უსმენენ, ეს არის ძალიან მძიმე ფრაზები. გასაგებია, რომ თავში და ბოლოში ერთგვარად განეიტრალებულია ეს შეფასება, თუმცა ადვლად გამოსაცნობი იყო ის, რომ მედია ამ ფრაზებს გამოიყენებდა ზუსტად ისე, როგორც გამოიყენა და აქცია ეს ფრაზები ე.წ. ჰედლაინებად, რომელიც არის მთლიანად აცდენილი დღევანდელ რეალობას, რომელიც არის ჩამოყალიბებული დღეს ქვეყანაში.

ასევე საუბარი იყო სახიფათო და გაუმჭვირვალე პროცესებზე მედიასივრცეში, ასევე მძიმე შეფასებაა, სასამართლო კრიზისი არის უმძიმესი შეფასება, საუაბრი იყო იმაზე, რომ ხალხს ვართმევთ პრეზიდენტის არჩევის უფლებას, ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ ეს არ უნდა იყოს დღევანდელ ან მომავალ პრეზიდენტზე, დღევანდელ და ყოფილ პრემიერმა დამოკიდებული, აქ იყო პირდაპირი მინიშნება ე.წ. არაფორმალურ მმართველობაზე, რომელსაც არანაირი მტკიცებულება მით უმეტეს ამ კონკრეტულ შემთხვევაში საერთოდ არ აქვს",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

Comments
Loading...