- Advertisement -

კობახიძე: მხოლოდ “ქართული ოცნების” აქტივისტები არ დგანან საარჩევნო უბნების გარშემო

319

"საერთო სურათი არის ის რომ არჩევნებმა ჩაიარა მშვიდ ვითარებაში", – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, არჩევნებში გამოყენებული იყო არადეკლარილებული ფული, რისი გაკონტროლებაც აუდიტის სამსახურმა ვერ შეძლო.

კობახიძემ ასევე იმ პრობლემებზე ისაუბრა რაც მისი აზრით იყო არცვნების დროს.

"არადეკლარილებული ფული არის რა თქმა უნდა პრობლემა, ჩვენ ვერ დავადანაშაულებთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, იმაში რომ იყო პასიური, ობიექტური მიზეზების ჰქონდა აუდიტის სამსახრუს რის გამოც ვერ ხერხდებოდა არადეკლარილებული თანხების კონტროლი. თუმცა ეს არის გამოწვევა და ჩვენ ამ გამოწვევას ყველამ ერთად უნდა ვებრძოლოთ.

აქტივისტები ახორციელებდნენ ამომრჩევლების მობილიზებას, ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა არჩევნებში, როგორც საქართველოში ასევე სხვა ქვეყნებში. მთავარია ამ დროს არი იყოს გამოყენებული არასამართლებრივი ფორმები და მკაცრად იყო გაფრთხილებული ყველა აქტივისტი, რომ მათ ბოროტად არ უნდა გამოეყენბინათ თავიანთი სადამკვირვებლო უფლებამოსილებები, მათ შორის არ უნდა მოეხდინათ ისეთი ინფორმაციის აღრიცხვა, როგორიც არის პირადი ნომრები და ასე შემდეგ.

მე პირადად არ მომწონს ის პრატიკა, რომელიც არის საქართველოში ჩამოყალიბებული უკანასკნელი ასწლეულების მანძილზე, მაგრამ აქ არის პარიტების ინტერესები და მე შეგანხსენებთ, რომ მხოლოდ "ქართული ოცნების" აქტივისტები არ დგანან საარჩევნო უბნების გარშემო", – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

Comments
Loading...