- Advertisement -

კობახიძე: ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციის პროექტზე “ქართულ ოცნებაში” აზრთა სხვადასხვაობაა

338

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით, „ქართულ ოცნებაში“ აზრთა სხვადასხვაობაა.

მისი თქმით, მმართველ გუნდს დამატებითი არგუმენტების მოსმენა სჭირდება.

„მე შემიძლია დავადასტურო, რომ აზრთა სხვადასხვაობა არის „ქართულ ოცნებაში“, არის განსხვავებული მოსაზრებები, ჩვენ გვჭირდება დამატებითი არგუმენტები როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან. ჩვენ გვჭირდება არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად, რაღაცის ლიბერალიზაცია არ გამოიწვევს მოხმარების გაზრდას, პირიქით, საპირისპირო არგუმენტები გვჭირდება. ასეთი სიღრმისეული განხილვის საფუძველზე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, ორივე მხარეს არის არგუმენტები. ჩვენ უნდა მოვუსმინოთ ყველას და ამის საფუძველზე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. მეც მჭირდება არგუმენტები, ჯერჯერობით არ მომისმენია სიღრმისეული არგუმენტები არც ერთი და არც მეორე მხრიდან“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პროცესში ჩართულ ყველა სუბიექტს სიღრმისეული ანალიზის წარდგენისკენ მოუწოდებს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, აღნიშნული პარლამენტს გადაწყვეტილების მიღებას გაუადვილებს.

Comments
Loading...