- Advertisement -

კობახიძე ოპოზიციას: ნუ იკრიჭებით! ბებიაშენს მოგცემთ ახლა თქვენ!

9

​პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ირაკლი კობახიძემ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების შესახებ კანონპროექტი განსახილველად გამოიტანა, “ნაციონალური მოძრაობის დამოკიდებულებაზე ისაუბრა, რომელიც ამ პარტიას ხელისუფლების მხრიდან აღნიშნულ დათმობაზე ჰქონდა.
“სამი თვე მაინც დარჩნენ გარეთ და აგრძელებდნენ რადიკალურ მოქმედებებს. ამ პოლიტიკურ პარტიებს ჩვენ ვერ შევცვლით. ისინი რაც არიან ვერ გამოსწორდებიან. შეუძლებელია მათი გამოსწორება. ეს დაამტკიცეს 9 წლის განმავლობაში და 7 წლის განმავლობაში და თქვენ გინდათ რომ, რაც 16 წლის განმავლობაში დაამტკიცეს, ის შეცვალონ, შეუძლებელია.
16 წელი ზრდასრული ადამიანი ვერ იცვლება და ზრდასრული პოლიტიკური პარტია მითუმეტეს, ვერ შეიცვლება. ერთნაირები არიან და ერთნაირი პათოსი აქვთ. ერთადერთი რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ის, რომ ვიმოქმედოთ არა ისე, როგორც აწყობს ამ აბსოლუტურად მარგინალურ პოლიტიკურ პარტიას (ვგულისხმობ “ნაციონალური მოძრაობის” ყველა განშტოებას) ნაცებს შმაცებს და შმაცუნებს.
ჩვენ უნდა ავამოქმედოთ იმის მიხედვით, რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ეს არის ჩემი რწმენა და ეს რწმენაა რომ გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა”,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
The post კობახიძე ოპოზიციას: ნუ იკრიჭებით! ბებიაშენს მოგცემთ ახლა თქვენ! appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...