- Advertisement -

კობახიძე: პრეზიდენტმა და ე.წ. ოცმა პარტიამ სამ-ოთხ დღეში დაწერეს ახალი კონსტიტუცია

303

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით პრეზიდენტისა და ოპოზიციის წევრებს შორის დღევანდელი შეხვედრა კონსტიტუციასთან დაკავშირებით არ იქნება შედეგის მომტანი.

"ეს შეხვედრა შედეგის მომტანი არ იქნება. ზოგადად, კონსტიტუციასთან დაკავშირებით დისკუსია არის დასრულებული. გვედავებოდნენ, რომ თითქოს, ნაჩქარევად მოვამზადეთ დოკუმენტი, ამ დროს თითონ სამ-ოთხ დღეში დაწერეს ახალი კონსტიტუცია, პრეზიდენტმა და ე.წ. ოცმა პარტიამ. ე.წ.-ს ვამბობ იმიტომ, რომ საქართველოში 20 პარტია საერთოდ არ არსებობს,"- აღნიშნა კობახიძემ.

Comments
Loading...