- Advertisement -

კობახიძე: პრეზიდენტს კამპანია ვერ ექნება,ვერ იტყვის სებ-ის საბჭოში კარგ კანდიდატს წარვადგენო

574

"საარჩევნო კამპანიის დროს მთავარი რა არის, რომ ხალხს ესაუბრო იმ საკითხებზე რაც მას აწუხებს. პრეზიდენტს ამ სისტემაში, არც დღევანდელში, არც მომავალ სისტემაში თავისი პროგრამა ვერ ექნება, იმიტომ რომ ის არ მართავს ქვეყანას. თუ პრეზიდენტი არ მართავს ქვეყანას, ის ბუნებრივია ვერ წარმოებს სრულფასოვან საარჩევნო კამპანიას",-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ამბროლაურში, საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო განხილვაზე განაცხადა. 

მისივე თქმით, პრეზიდენტს პროგრამა ვერ ენქება და ვერ აწარმოებს კამპანიას, კობახიძე მიიჩნევს, რომ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტია რატომ არ შეიძლება დარჩეის პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი. 

"მაგალითად რომ ჩამოვა პირობითად, რაჭაში, ამბროლაურში პრეზიდენტობის კანდიდატი, რომ ჰკითხავენ რას პირდება მოსახლეობას, რა იქნება მისი გეგმა, რა იქნება მისი პროგრამა, პრეზიდენტი ვერაფერს ეტყვის, ხომ ვერ ეტყვის რომ მე წარვადგენ კარგი ადამიანს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად, ამას ხომ ვერ ეტყვის? ეს ხომ არ შეიძლება იყოს კამპანიის შინაარსი",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

Comments
Loading...