- Advertisement -

კობახიძე პრემიერისა და მელიას ინციდენტზე: ეს იყო ძალიან მძიმე პროვოკაცია

336

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირკალი კობახიძე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე, მთავრობის განახლებული შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის განხილვისას მომხდარ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილსა და "ნაცმოძრაობის" გენმდივანს, ნიკა მელიას შორის მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

"ეს ნამდვილად იყო ძალიან მძიმე პროვოკაცია, რომელიც არ შეშვენის საპარლამენტო ცხოვრებას. ასეთი ქმედებებით ჩვენ ვერ წავწევთ წინ საპარლამენტო კულტურას, პოლიტიკურ კულტურას ჩვენს ქვეყანაში და შესაბამისად, ასეთ პროვოკაციებს უნდა ჰქონდეს შესაბამისი რეაგირება“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

Comments
Loading...