- Advertisement -

კობახიძე: პრემიერის გამოსვლაში ყველა მნიშვნელოვანი საკითხი სათანადოდ იყო ხაზგასმული

333

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გაეროში პრემიერის გამოსვლის მთავარ აქცენტებზე საუბრისას განაცხადა, რომ პრემიერ მინისტრის გამოსვლაში, ქვეყნის წინაშე მდგარი ყველა მნიშვნელოვანი საკითხი სათანადოდ იყო ხაზგასმული.

"პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც დგას დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე. აქ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო, რა თქმა უნდა, საუბარი ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. სადაც ძალიან სწორი აქცენტები იყო დასმული. ყურადღება იყო გამახვილებული ჩვენს შიდა პროცესებზე, საქართველოს საერთაშორისო პოზიციებზე და საერთაშორისო თანამშრომლობაზე. ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე, იყო სათანადოდ ხაზგასმული პრემიერ მინისტრის გამოსვლაში",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კვირიკაშვილმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე, პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. პრემიერმა, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ გაააქტიურა საოკუპაციო ხაზების განმტკიცება მავთულხლართების, სანგრების, ე.წ. სასაზღვრო ნიშნულებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების მეშვეობით. მავთულხლართები კი ზოგიერთის კარ-მიდამოს უბრალოდ შუაზე ჰყოფს.

Comments
Loading...