- Advertisement -

კობახიძე: პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში ავტორიტარული მმართველობის ჩამოყალიბება გამოირიცხება

28

მისი თქმით, რამდენ პროცენტსაც იღებს პარტია, თითქმის იმდენ მანდატს იღებს პარტია პარლამენტში და ასევე უზრუნველყოფილია პოლიტიკური პლურალიზმის მაქსიმალურად მაღალი ხარისხი.
“პროპორციული საარჩევნო სისტემა ყველაზე უკეთ უწყობს ხელს პარტიული სისტემის კონსოლიდაციასა და პარტიული სისტემის განვითარებას, მის ინსტიტუციონალიზაცისას. ვთქვით, რომ დღევანდელი პოლიტიკური სისტემის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ის, რომ პარტიული სისტემა არ არის ჩამოყალიბებული. დღეს საქართველოში პარტიული სისტემა, როგორც ასეთი, არ გვაქვს, პარტიული სისტემა არ არის პარტიების უბრალო ჯამი, ეს არის გარკვეული სისტემური კავშირების ერთიანობა პოლიტიკურ პარტიებს შორის, რაც ასე აკლია დღეს ჩვენს პარტიულ სისტემას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა პარტიული სისტემის განვითარება თითქმის სრულად გამორიცხავს ავტორიტარული მმართველობის ჩამოყალიბებსას
„გამოირიცხება ავტორიტარული მმართველობის ჩამოყალიბება თითქმის სრულად. ესეც არის პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ერთ-ერთი დადებითი მხარე. მთავარი მიზეზი და საფუძველი, რატომაც ვუჭერ მხარს პროპორციულ სისტემას არის ის ცხრაწლიანი გამოცდილება, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა მივიღეთ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პირობებში. ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტი ამ სისხლიანი რეჟიმის იყო სწორედ საარჩევნო სისტემა, სწორედ საარჩევნო სისტემა აძლევდა „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლების კონსოლიდაციის საშუალებას, საშუალებას, რომ თავისი ავტორიტარიზმი განემტკიცებინა. შესაბამისად, ეს არის მთავარი მიზეზი, თუ რატომ უნდა გავაკეთო არჩევანი სწორედ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
The post კობახიძე: პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში ავტორიტარული მმართველობის ჩამოყალიბება გამოირიცხება appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...