- Advertisement -

კობახიძე: საკონსტიტუციო პროექტით დადასტურდა, პრეზიდენტის წინააღმდეგ არაფერი იყო მიმართული

437

საკონსტიტუციო რეფორმით და იმ პროექტით, რომელიც დამტკიცდა ორი მოსმენით პარლამენტის მიერ, დადასტურდა, რომ არაფერი იყო მიმართული პრეზიდენტის წინააღმდეგ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საკონსტიტუციო რეფორმის მთავარი მიზანი იყო დახვეწილი საპარლამენტო მმართველობის შექმნა და მმართველი გუნდი პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებისთვის და კონსენსუსისთვის მზად არის.

„კონსულტაციები და კონსენსუსი უნდა შედგეს პოლიტიკურ პარტიებს შორის. ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია ასეთი კონსულტაციებისთვის და შესაბამისად, ამ ფორმატში შეგვიძლია გავმართოთ კონსულტაციები პოლიტიკურ პარტიებთან. ეს არის ჩემი პოზიცია.

რაც შეეხება იმას, რომ თითქოს რამე მიმართულია პრეზიდენტის წინააღმდეგ, კონკრეტულად, საკონსტიტუციო რეფორმა, ჩვენ დავამტკიცეთ კონკრეტული ფაქტებით და არგუმენტებით, რომ არაფერი იყო მიმართული პრეზიდენტის წინააღმდეგ. კერძოდ, საუბარი იყო საპრეზიდენტო არჩევნებზე და ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ და საბოლოო ჯამში ავსახეთ კონსტიტუციაში ის, რომ მომავალ წელს იქნება საპრეზიდენტო არჩევნები. რაც შეეხება სტატუსს და კომპეტენციებს, აქ არ გვაქვს რაიმე არსებითი ცვლილება. სტატუსი რჩება იგივე, კომპეტენციები რჩება არსებითად იგივე.

შესაბამისად, საკონსტიტუციო რეფორმით და იმ პროექტით, რომელიც დამტკიცდა ორი მოსმენით პარლამენტის მიერ, დადასტურდა, რომ არაფერი იყო მიმართული პრეზიდენტის წინააღმდეგ, მთავარი მიზანი და ამოცანა ამ რეფორმის იყო დახვეწილი საპარლამენტო მმართველობის შექმნა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Comments
Loading...