- Advertisement -

კობახიძე: საკონსტიტუციო რეფორმის თაობაზე ფართომასშტაბიანი კამპანია გვაქვს დაგეგმილი

520

პარლამენტისა და საკონსტიტუციო კომისიის თავჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო რეფორმის თაობაზე ფართომასშტაბიანი კამპანია იგეგმება.

"საზოგადოებას დღემდე არ აქვს სრულფასოვანი ინფორმაცია იმ ცვლილებების თაობაზე რომელიც ხორციელდება კონსტიტუციაში, გარდა ამისა ხაზი უნდა გაესვას იმასაც რომ ხშირად ხდება არასწორი ფორმით ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის. ჩვენი ამოცაანა რომ საზოგადოებას შეუქმნათ ობიქეტური წამროდგენა კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების თაობაზე

დაგეგმილი გვაქვს ფართომასშტაბიანი კამპანიის გაშლა იმისათვის რომ საზოგადოების ინფორმირება მოხდეს საკონსტიტუციო რეფორმის თაობაზე",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულსა და არსებულ ფორმატეს შორის კონცეპტუალური სხვაობა იყო.

"საზოგადოებას ცოტა ზედაპირულად მიეწოდებოდა ინფორმაცია ამ ორ ფორმატთან დაკავშირებით, მარტვი შედარება კეთებოდა რა ჯობდა ერთი თავჯდომარე ყოლოდა კომისიას თუ სამი თანათავმჯდომარე, რეალურად ორ ფორმატს შორის იყო კონცეპტუალური განსხვავება, ერთი ითვალისწინებდა საპრეზიდენტო ფორმატს, მეორე საპარლამენტო ფორმატს. ერთადერთი სწორი ფორმატი იყო საპარლამენტო ფორმატი, გამომდიანრე იქიდან ერთადერთი ორგანო რომლის წიაღიდანაც შეიძება მოხდეს კონსტიტუციური კანონპროექტის ინიცირება არის სწორედ საქართველოს პარლამენტი. ჩვენ სწორი ფორმატით შევქმენით სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია. ამ ფორმატმა მოგვცა შესაბამის შედეგზე გასვლის საშუალება",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ირაკლი კობახიძის განმარტებით, კომისიის მუშაობაში 40 ათასი ლარი დაიხარჯა.

"360 ათასი ლარი დაიხარჯა წინა კომისიის მუშაობისთვის მაშინ, როდესაც შედეგი იყო ნულოვანი. ახალმა კომისიამ 40 ათასი ლარი დახარჯა იმაში, რომ საქართველოს კონსტიტუციის სრულიად ახალი რედაქცია ჩამოეყალიბებინათ. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ პროცესი რაციონალურად იყო დაგეგმილი და ჩვენ დავზოგეთ ჩვენი თანხები",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

Comments
Loading...