- Advertisement -

კობახიძე უშიშროების საბჭოზე: ჩვენ ვაუქმებთ ნულოვანი ეფექტურობის მატარებელ ორგანოს

367

პარლამეტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით, უშიშროების საბჭოს ნულოვანი ეფექტი აქვს, შესაბაისად აუცილებელია მისი გაუქმება.

„კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ჩვენ ვაუქმებთ აბსოლუტურად არაქმედით, ნულოვანი ეფექტურობის მატარებელ ორგანოს.

მე პირადად გახლავართ უშიშროების საბჭოს წევრი, მისი ფუნქციაა თავდაცვის ორგანიზება და სამხედრო აღმშენებლობა, რაც რეალურად მთავრობის უფლებამოსილებაა. არის პარადოქსული, აბსურდული და ნონსენსური ნორმა მოცემული დღევანდელ კონსტიტუციაში, რომლითაც არის გაწერილი უშიშროების საბჭოს უფლებამოსილებები და სტატუსი.

აქედან გამომდინარე, უპორობოდ აუცილებელი იყო უშიშროების საბჭოს გაუქმება, იმისათვის რომ არ ყოფილიყო დისონანსი კონსტიტუციურ სისტემაში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. 

Comments
Loading...