- Advertisement -

კობახიძე ქანთარიას: კონსტიტუცია ბელეტრისტკა არ არის ბატონო ნუკრი

471

"კონსტიტუცია ბელეტრისტკა არ არის ბატონო ნუკრი", – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის წევრის ნუკრი ქანთარიას მოსაზრებას, რომ კონსტიტუციაში ხელოვნებისა და ლიტერატურის შესახებ ცალკე, მეტი კონკრეტიზაცია მოხდეს.

"კულტურა არის ძალიან ვრცელი და კულტურაში შედის ის, რომ ახლა ჩვენ ასე ვზივართ თქვენ მაქეთ და ჩვენ აქეთ. ესეც კულტურაა. ამიტომ იქნებ დავაკონკრეტოთ კულტურის შემდეგ ხელოვნება და ლიტერატურა რომელიც ერთ-ერთი ყველაზე საამაყოა. ამიტომ იქნებ ხელოვნება და ლიტერატურა ცალკე გამოიყოს აქ,"-ამ შეთავაზებით მიმართა ნუკრი ქანთარიამ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის და კომიტეტის თავმჯდომარეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ კი მისი შეთავაზება არ გაიზიარა.

"ფერწერამ და თეატრმა რა დააშავა?კონსტიტუცია არ არის ბელეტრისტიკა რა ბატონო ნუკრი,"-ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ ნუკრი ქანთარიას.

Comments
Loading...