- Advertisement -

კობახიძე: ქვეყანაში 6-7 პარტიაზე მეტი არ არსებობს, ამ დროს 20-ს ეწოდება კვალიფიციური სუბიექტი

569

პარლამენტისა და საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ბლოკების შენარჩუნების შემთხვევაში საქართველოში პარტიული სისტემა ვერ განვითარდება. მისივე თქმით, რეალურად ქვეყანაში 6-7 პარტიაა, კვალიფიციური სუბიექტი კი კანონმდებლობის თანახმად ოცია. 

"ბლოკების გაუქმებას არ აქვს კავშირი სტაბილურობის ინტერესთან, რაც შეეხება საარჩევნო ბლოკებს, ეს არის ის, რაც მთელი ამ წლების განმავლობაში პრინციპულ, გადამწყვეტ დაბრკოლებას უქმნიდა საქართველოში პარტიული სისტემის განვითარებას და თუ ეს ბლოკი შენარჩუნდება, კანონმდებლობის დონეზე, მეწმუნეთ, რომ საქართველოშ პარტიული სისტემა არასდროს ჩამოყალიბდება. 

დღეს საქართველოში არსებობს 20 ე.წ. კვალიფიციური სუბიექტი, ნებისმიერ ადამიანს რომ კითხოთ რამდენი პოლიტიკური პარტიის ჩამოთვლა შეუძლიათ, მე დარმწუნებული ვარ, რომ 6-7 პარტიას ვერ გადასცდება, იმიტომ რომ საქართველოში რეალურად ამაზე მეტი პოლიტიკური პარტია არ არსებობს. ამ დროს 20 პარტიას ეწოდება საქართველოში კანონმდებლობის თანახმდ კვალიფიციური პარტია, რაც იწვევს აბსოლუტურ აღრევას პარტიულ სისტემაში. ბლოკის ინსტიტუტის გაუქმებას აქვს პრინციპული მნიშვნელოვა კონსტიტუციის გადასინჯვისას",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

Comments
Loading...