- Advertisement -

კობახიძე ქორწინების დეფინიციაზე: ჰომოფობიური განწყობის გაღვივება ვერავინ უნდა მოახერხოს

435

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, არცერთი ისეთი ნორმა არ დამტკიცდება საქართველოს პარლამენტის მიერ, რომელსაც ვენეციის კომისია უარყოფითად შეფასებს. მისი თქმით, მეორე თავთან დაკავშირებით, რამდენიმე, არსებითად ტექნიკური ხასიათის შენიშვნა გამოითქვა და ეს გაზიარებული და ასახული იქნება.

„ყველაზე ცხელი საკითხები მეორე თავში ეს იყო მიწა და ქორწინება. საყოველთაო-სახალხო განხილვის შედეგების გათვალისწინებით და შემდგომი მსჯელობის საფუძველზე, გადაწყდა ჩანაწერის გამკაცრება. გრძელდება იმასთან დაკავშირებით მსჯელობა, თუ როგორ ჩამოყალიბდება მიწასთან დაკავშირებული ჩანაწერი, თუმცა, იქნება მაქსიმალურად შეზღუდული მიწის გასხვისება უცხოელებზე. ფართო დისკუსია იყო ქორწინების საკითხთან დაკავშირებითაც. კონსტიტუციის დონეზე კონკრეტდება ქორწინების დეფინიცია, კერძოდ, აღინიშნება კონსტიტუციაში, რომ ქორწინება ეს არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის კავშირი. ძალიან კონკრეტული ძალები იყენებენ ასეთი დეფინიციის არ არსებობას ჰომოფობიური და ანტიდასავლური განწყობების გასაღვივებლად. ჩვენ გვინდა, რომ ეს საბაბი გამოვაცალოთ ასეთ ძალებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვერავინ ვერ მოახერხოს საქართველოში როგორც ჰომოფობიური, ისე ანტიდასავლური განწყობების გაღვივება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Comments
Loading...