- Advertisement -

კობახიძე: შრომითი უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესების კუთხით ბევრი რამ გაკეთდება

296

პარლამენტით თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პირობას დებს, რომ საქართველოში შრომითი უსაფრთხოების სტანდარტები გაუმჯობესდება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შრომითი უფლებების დაცვა ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია.

"დღეს საქართველოს პარლამენტი მასპინძლობს ძალიან მნიშვნელოვან კონფერენციას, რომელიც ეხება შრომითი უფლებების დაცვას საქართველოში, რაც მნიშვნელოვანია. ჩვენი და ჩვენი ქვეყნისთვის, კონკრეტულად საქართველოს პარლამრნტისთვის ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რომ დაცული იყოს შრომითი უფლებები საქართველოში. განსაკუთრებული პრიორიტეტი, რა თქმა უნდა შრომითი უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებაა და ამ კუთხით ბევრი რამ გაკეთდება. შესაბამისი ინიციატივები საქართველოს პარლამენტში უკვე შეტანილია და უახლოეს მოავალში მიღებული იქნება",-განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, დღეს თბილისში სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" საქართველოს პარლამენტის მასპინძლობითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით კონფერენცია " შრომითი უფლებები საქართველოში-ცვლილებების დღის წესრიგი" გაიმათა. კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გახსნა.

Comments
Loading...