- Advertisement -

კობახიძე: ჩვენი ამოცანაა, სოციალური სახელმწიფოსა და ეკონომიკური თავისუფლების თავსებადობა

516

საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონსტიტუციის პირველ თავში აისახება, სოციალური სახელმწიფოს პრინციპი, ამავე თავში დაგეგმილია ეკონომიკური თავისუფლების შესახებ სპეციალური მუხლის დამატება.

კობახიძის თქმით, მათი მიზანია, რომ ამ ორ ძირითად პრინციპს შორის ბალანსი იყოს დაცული.

„ჩვენი ამოცანაა ამ ჰარმონიის და თავსებადობის უზრუნველყოფა ორ ფუნდამენტურ პრინციპს შორის, ეს არის სოციალური სახელმწიფოს პრინციპი, და ეკონომიკური თავისუფლების პრინციპი.

ძალიან ბევრი კრიტიკა მოვისმინეთ, როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით. არის კომისიის წევრი პოლიტიკოსების ნაწილი , რომლებიც ჩვენ ბრალს გვდებენ სოციალისტური სახელმწიფოს მშენებლობაში.

სოციალური სახელმწიფოს პრინციპი ხშირად არის გაიგივებული მემარცხენე მიმართულებასთან, რაც არის პრინციპულად არასწორი. ბუნებრივია კონსტიტუციაში ვერ იქნება ასახული ვერც მემარჯვენე, ვერც მემარცხენე მიმართულება, კონსტიტუცია იდეოლოგიურად ნეიტრალური უნდა იყოს. შესაბამისად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ სოციალური სახელმწიფოს პრინციპს არავითარი კავშირი არ აქვს იდეოლოგიურ მიმართულებასთან.
გერმანიაში სოციალური სახელმწიფოს პრინციპს არავითარი კავშირი არ აქვს იდეოლოგიურ მიმართულებასთან, უფრო მეტიც, მაგალითად გერმანიაში სოციალური სახელმწიფოს პრინციპის თანამედროვე კონცეფცია შექმნეს სწორედ მემარჯვენეებმა, რაც ადასტურებს იმას, რომ ეს არავითარ შემთხვევაში არ არის ერთი იდეოლოგიური ორიენტაციისთვის უპირატესობის მინიჭება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Comments
Loading...