- Advertisement -

კობახიძე: ჩვენი სპორტსმენები ნიჭის, თავდაუზოგავი შრომისა და თავდადების მაგალითები არიან

295

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ქართველ ძიუდოისტებს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ ქართველი სპორტსმენები ნიჭის, თავდაუზოგავი შრომისა და გამორჩეული თავდადების მაგალითები არიან.

"ვულოცავ ქართველ ძიუდოისტებს, ქომაგებს და სრულიად საქართველოს ბრწყინვალე გამარჯვებას! ბექა ღვინიაშვილმა, ვარლამ ლიპარტელიანმა და ოთარ თუშიშვილმა ქართველ ხალხს სიხარული კიდევ ერთხელ მიანიჭეს და სიამაყით აღავსეს.

საქართველო ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ ჩვენი სპორტსმენები ნიჭის, თავდაუზოგავი შრომისა და გამორჩეული თავდადების მაგალითები არიან.

მადლობას ვუხდი ჩვენს ბიჭებს ყველაფრისთვის, რაც ამ შედეგის მისაღწევად გააკეთეს, მადლობას ვუხდი მწვრთნელებს და ყველას, ვინც მაქსიმუმი გააკეთა იმისთვის, რომ სანკტ-პეტერბურგში ქართული ჰიმნი სამჯერ აჟღერებულიყო", – აღნიშნა კობახიძემ.

Comments
Loading...