- Advertisement -

კობახიძე: ჩვენ არ ვეხებით ტერიტორიული მოწყობის საკითხებს აფხაზი და ოსი თანამოქალაქეების გარეშე

606

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტერიტორიული მოწყობის საკითხებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის საერთო ხედვით ამ ეტაპზე „ახალი სიგნალების გაშვება“ იქნება უფრო მეტად დამაზიანებელი, ვიდრე რაიმე სიკეთის და სარგებლის მომტანი.

„გუშინ გვქონდა სხდომა ტერიტორიული მოწყობის ჯგუფის და ჯგუფის წევრთა უმრავლესობა ამ პოზიციას ემხრობა. მათ შორის სხდომას ესწრებოდნენ აჭარის და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები. უფრო სუსტი პოზიციიდან ახალი სიგნალის გაშვება, რა თქმა უნდა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ უფრო მეტ ზიანს მოგვიტანს ვიდრე სიკეთეს.

აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, დავტოვოთ ის ძირითადი გზავნილი, რომელიც ჩაიდო საქართველოს კონსტიტუციაში 1995 წელს და ეს გზავნილი გულისხმობს იმას, რომ ჩვენ არ ვეხებით ტერიტორიული მოწყობის საკითხებს ჩვენი აფხაზი და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები თანამოქალაქეების გარეშე“,-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, უკვე მომზადებულია კონსტიტუციური კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ.

Comments
Loading...