- Advertisement -

კობახიძე: ხელი მიკანკალებდა ორივე წელს, როცა მაუწყებლის ბიუჯეტს ვიღებდით

309

"ხელი მიკანკალებდა ორივე წელს, როცა ბიუჯეტს ვიღებდი იმიტომ, რომ ჩვენ ვიხდიდით ჯერ 40 მილიონს, მერე 50 მილიონს 1.5% რეიტინგში",- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც ის მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება.

"2012 წელს სარეკლამო ბაზარი იყო 63 მილიონი ლარი და 2016 არის 88 მილიონი ლარი. იყო მუდმივი ზრდა წლიდან წლამდე. ერთადერთი ჩავარდნა იყო 2015 წელს, რომელიც იყო ერთადერთი არასაარჩევნო წელი და თავისი ობიექტური მიზეზი. ანუ ვეტოს ტექსტში გვეუბნებიან, რომ ბაზარი არის კლებადი, ბაზარი არის მზარდი. ამ დონეზე გვაქვს ჩვენ პრობლემები. ჩვენ გვინდა არგუმენტი იმისთვის, რომ პოზიცია შევიცვალოთ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი მომენტი რა არის, ხელი მიკანკალებდა ორივე წელს, როცა ბიუჯეტს ვიღებდი იმიტომ, რომ ჩვენ ვიხდიდით ჯერ 40 მილიონს, მერე 50 მილიონს 1.5% რეიტინგში. ეს არის მნიშვნელოვანი პრობლემ. ჩვენ უნდა მივიღოთ რადიკალური გადაწყვეტილება, ერთის რომ ვთქვათ, არ გვინდა სზოგადოებრივი მაუწყებელი, იმიტომ, ტომ 50 მილიონი 1.5%-ში არ უნდა გადაიხადო, ან ეს 1.5% გავხადოთ 5-6-7%. საუბარია რეიტინგის ზრდაზე",- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძე მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება, სადაც "მაუწყებლობის შესახებ" კანონს განიხილავენ.

Comments
Loading...