- Advertisement -

კობახიძე: 2018 წლის არჩევნებზე 1 მლნ 150 ათასმა ადამიანმა დააფიქსირა, რომ “ნაცმოძრაობა” ბოროტებაა

7

“ნაცმოძრაობის ერთადერთი მიზანი იყო ის, რომ განემტკიცებინათ სააკაშვილის ჭარბი, ავტორიტარული, თითქმის ტოტალიტარული ძალაუფლება გაეხანგრძლივებინათ უკვე პრემიერის რანგში. ჩვენ ეს პროავტორიტარული კონსტიტუცია შევცვალეთ ახალი, თანამედროვე, ევროპული სტანდარტების მქონე დემოკრატიული კონსტიტუციით, თუმცა იქაც კი არ მოინდომა ოპოზიციამ მხარდაჭერა. ეს მათ პოლიტიკურ კულტურაზე მეტყველებს“, – განაცხადა მომხსენებელმა.
მისი თქმით, ქართული ოცნება ნაცმოძრაობას დაჰპირდა არა პროპორციულ სისტემას, არამედ მძიმე მარცხს პროპორციული სისტემის პირობებში.
“ჩვენ 2018 წელს საზოგადოებას შევთავაზეთ ასეთი მესიჯი: თუ თქვენ თვლით, რომ ნაცები არიან ბოროტება, არა ნაცებს, არა ბოროტებას, მაშინ მოდით არჩევნებზე და დააფიქსირეთ თქვენი არჩევანი და 1 მლნ 150 ათასმა ადამიანმა დააფიქსირა, რომ ნაცმოძრაობა არის ბოროტება“,- მიმართა ოპოზიციას ირაკლი კობახიძემ.
The post კობახიძე: 2018 წლის არჩევნებზე 1 მლნ 150 ათასმა ადამიანმა დააფიქსირა, რომ “ნაცმოძრაობა” ბოროტებაა appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...