- Advertisement -

კობა დავითაშვილი: გავერთიანდეთ, რათა საკონსტიტუციო სასამართლო გაუქმდეს

99

ამის შესახებ პარლამენტის ყოფილი წევრი კობა დავითაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ყოფილი დეპუტატი ასე გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყანაში მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციას დაუჭირა მხარი და მისი მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელი გააუქმა.

"უმორჩილესად გთხოვთ ყველას, სასწრაფოდ გააზიაროთ ეს პოსტი, რადგან მეტის მოთმენა შეუძლებელია!
საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაცია არ იკმარა და მისი ლეგალიზაციის გადაწყვეტილება მიიღო!
მივმართავ ყველა კონსერვატული, ტრადიციული თუ რელიგიური მიმართულების პოლიტიკურ, საზოგადოებრივ და რელიგიურ ორგანიზაციებს:
გავერთიანდეთ და შევაგროვოთ 200 000 ხელმოწერა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად, რათა:
1) შეიცვალოს სასამართლო სისტემა, გატარდეს სასამართლო რეფორმა და გაუქმდეს საკონსტიტუციო სასამართლო;
2) დაემატოს ,,ადამიანის თავისუფალი განვითარების უფლებას" დათქმა, რომ ეს უფლება არ მოიცავს თვითგანადგურების, დეგრადირებისა და თვითდაზიანების უფლებას", – წერს კობა დავითაშვილი Facebook-ში.

Comments
Loading...