- Advertisement -

კობა კობალაძე: ყველაფერზე საუბარი არ შეიძლება, მათ შორის, დახურულ ფორმატში

65

“არ ვიცი, ოპოზიცია თქვენთან რაზე საუბრობდა, მაგრამ 4 საათის განმავლობაში დარბაზში ვიყავით, მათ ჰქონდათ კითხვები. კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს, დაზუსტებები ჰქონდათ, იმაზეც პასუხები მიიღეს და დანარჩენი შეცხადების მომენტი იქ აღარ ყოფილა. პირიქით, მადლობა მოიხადეს ინფორმაციის ამომწურავად მიღებისთვის. ყველაფერზე საუბარი არ შეიძლება, მათ შორის, დახურულ ფორმატში, მაგრამ იმაზე საუბარი, რომ მარტო სტატისტიკური მონაცემები მოვისმინეთ და ანალიტიკა, მაგრამ ანალიტიკა და ინფორმაცია თუ არ გაქვს სწორად მოპოვებული, რა თქმა უნდა, სწორ გადაწყვეტილებასაც ვერ მიიღებ. ვისაუბრეთ იმ რეალობაზე, რომელშიც ვართ, ვისაუბრეთ, რა მოქმედებები ხდება და იმაზე თუ რა პერსპექტივით უნდა იაროს ქვეყანამ და ჩვენ, წინ”,-აცხადებს კობა კობალაძე.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების შესახებ დღეს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის, თავდაცვისა და უშიშროების და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელისა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებს მოუსმინეს. ​ ​მოსმენა დახურულ ფორმატში ოთხ საათს გაგრძელდა.
დეპუტატებმა შსს-სა და სუს-ის წარმომადგენლებს ძირითადად ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვები.
The post კობა კობალაძე: ყველაფერზე საუბარი არ შეიძლება, მათ შორის, დახურულ ფორმატში appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...