- Advertisement -

კობა კობალაძე: ხანძრის გამო მთავრობა საველე პირობებშია გადასული

392

კობა კობალაძემ ბორჯომში მიმდინარე სტიქიასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

''არავითარ დაგვიანებულ მოქმედებასთან არ გვაქვს ადგილი. საკმაოდ მიზნობრივად მუშობს საველე შტაბი. საველე პირობებშია მთელი მთავრობა გადასული. შესაბამისად შედეგიც არ იგვიანებს,"-ამის შესახებ პარლამენტში ჟურნალისტებთან უმრავლესობის წევრმა კობა კობალაძემ განაცხადა. კობალაძემ ეჭვი გამოთქვა, რომ ხანძრები საქართველოში ორგანიზებულ და წერტილოვან სახეს იღებს და ეს შესაბამისი კვლევის საგანია.

,,ჩვენ მაქსიმალისტობიდან გამომდინარე გვახასიათებს, რომ ისტერიკის ნაკვერცხალს ვეძებთ. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორია არ გვაქვს ია-ვარდით მოფენილი. დღეს პარლამენტი აუცილებლად შეიკრიბება. ჩვენ განვიხილავთ საკანონმდებლო დონეზე იმ ნორმატიულ აქტს რომელიც არის დაყენებული და გავაკეთებ ყველაფერს.

საერთაშორისო სამართლის დონეზე თავდაცვის სამინისტროს გააჩნია ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობა, რომელსაც ფუნქციონალურად ნაკისრი აქვს ასევე საგანგებო სიტუაციებში ოპერატიულად მოქმედება.

პირადად ჩემთვის შეიძლება ბევრი რამე არის კითხვის ნიშნის ქვეშ, მე მოვერიდები ამ საკითხებზე საუბარს, რადგან შესაბამისი ორგანო არსებობს, რომელშიც პროფესიონალები მუშაობენ.ისინი შესაბამისი კვლევებისა და გამოძიების შემდეგ დადებენ ამა თუ იმ დასკვნას. მე არაფერს არ გამოვრიცხავ, რადგან საკმაოდ ინტენსიურად, ორგანიზებულ და წერტილოვან სახეს იღებს ეს ყველაფერი“ განაცხადა კობა კობალაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში რიგგარეშე პლენარული სხდომა გაიმართება. სტიქიის ზონაში სამხედრო ძალების გამოყენებასთან დაკავშირებით.პრემიერმინისტრმა საქართველოს პრეზიდენტს სტიქიის ზონაში სამხედრო ძალების გამოყენების თაობაზე მიმართა. სხდომა 15:00-ზე შედგება.

Comments
Loading...