- Advertisement -

კობა ხაბაზი: თუ ხელისუფლება ხალხს არჩევნებს წაართმევს, მიიღებს რევოლუციას!

14

მისი განმარტებით, მიმდინარე აქციებითა და პროტესტით ივანიშვილის რეჟიმი აუცილებლად დასრულდება.
“ივანიშვილის რეჟიმი ძალიან მალე დასრულდება. ეს გარდაუვალი პროცესია, ოღონდ ეს მარტივი ბრძოლა არ იქნება. ყოველდღიურად გაიზრდება წინააღმდეგობის მოძრაობა. მთავარია, რომ ეს რეჟიმი დასრულდება. ხშირად მეკითხებიან ჟურნალისტები როდის? მანამ, სანამ ივანიშვილოს რეჟიმკ არ დასრულდება. რაც შეეება რევოლუციურ სცენარს, ეს არის ივანიშვილის რეჟიმის მიერ მოფიქრებული გარკვეული კლიშე, რომ რევოლუცია ცუდია. რევოლუცია არ არის ცუდი, თუ ქვეყნის პროგრესს და კარგ მომავალს ეფუძნება. არჩევნები კარგი გზაა, მაგრამ თუ ხელისუფლება ხალხს არჩევნებს წაართმევს, ის რევოლუციას აუცილებლად მიიღებს. აქ არსებული ვარდები რევოლუციის სიმბოლო არ არის, ჩვენთვის ვარდი არის ცვლილებების, ქვეყნის აღმშენებლობის სიმბოლო და იმ ჭაობიდან ამოსვლის სიმბოლო, რომლის დროსაც შევარდაძის დროს ვიყავით”_განაცხადა “აიპრესთან” ხაბაზმა.
 
The post კობა ხაბაზი: თუ ხელისუფლება ხალხს არჩევნებს წაართმევს, მიიღებს რევოლუციას! appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...