- Advertisement -

კობერიძე: ვურჩევ დეპუტატებს, მოიკითხეთ რაში უნდა გაიხარჯოს “საზმაუს” 53 მილიონი ლარი

302

საპარლამენტო უმრავლესობის  წევრი ლევან კობერიძე, "მაუწყებლობის შესახებ კანონში" სტარტაპებისა და რეკლამის შესახებ შესატან ცვლილებებს ეწინააღმდეგება და კოლეგებს ურჩევს დაფიქრდნენ იმ  53 მილიონ ლარზე, რომელიც საზმაუს საკანონმდებლო ცვლილებით გამოეყოფა. 

"ორი თემაა, პირველი ეს არის სტარტაპების თემა, მეორე არის რეკლამების თემა, რომელსაც მაშინაც არ ვეთანხმებიდი და არც ახლა ვეთანხმები. შესაბამისად, არც თავის დროზე მივეცი ხმა და საერთოდ, ჩემს კოლეგებს ვურჩევდი, რომ არამხოლოდ დამატებითი რეკლამის და ბიუჯეტის გამოყოფაზე, არამედ იმ 53 მილიონზეც ვიფიქროთ რა მიზანს ემსახურება, რომელიც უკვე იქნება გამოყოფილი ამ კანონის მიეხედვით", – განაცხადა ლევან კობერიძემ.

Comments
Loading...