- Advertisement -

კობერიძე: საზმაუსთვის კომერციული რეკლამის უფლების დამატება სხვა მედიას წაართმევს ბაზრის ნაწილს

371

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი, ლევან კობერიძე "საზოგადოებრივი მაუწყებელისთვის"კომერციული რეკლამის უფლების მინიჭების წინააღმდეგია.

"კანონპროექტი რომელიც ძალინ მნიშვნელოვან თემას განსაზღვრავს "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" დაკავშირებით, რომელიც ყველა ჩვენგანს უნდა იყოს ძლიერი, დამოუკიდებელი, საზოგადოების ინტერესების მოპასუხე, ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ორ საკითხზე წამყვან კომიტეტთან ვერ მოხერხდა ამ პოზიციების შეჯერება.

ორი პუნქტი რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ერთი ეს არის კომერციული რეკლამის დამატების ნაწილი, მეორე პუნქტი სტარტაპებს ეხება.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ "საზოგადოებრივი მაუწყებელთან" დაკავშირებულ პროექტზე, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებაში და მედიაში კითხვები აღარ დარჩეს. სასურველია ეს პროექტი თანხმობით ყოფილიყო მიღწეული.

გაუგებარია, თუ კიდევ დამატებითი დაფინანსება სჭირდება საზოგადოებრივ მაუწყებელს, ჩვენ გვაქვს კანონში მუხლი, სადაც მითითებულია, რომ შეგვიძლია შიდა პროდუქტის არანაკლებ 14%-ით დაფინასება. რაც გვაძლევს უფლებას, საჭიროებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის დასაბუთების შემთხვევაში ერთი ან ორი წლის განმავლობაში უფრო მეტი თანხა გამოვუყოთ ვიდრე 0,14 %, რადგან კანონში წერია მინიმუმ 0,14 %.

მეორეს მხრივ, პირდაპირ იმის დაფიქსირება რომ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მხირიდან იქნება რაღაც სტიმულირება ჟურნალისტების კომერციული რეკლამიდან გამომდინარე, ეს ჩემთვის გაუგებარია.

ღრმად მწამს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში კომერციული რეკლამის უფლების დამატება სხვა მედიას წაართმევს სარეკლამო ბაზრის გარკვეულ ნაწილს", – განაცხადა ლევან კობერიძემ. 

Comments
Loading...