- Advertisement -

კობერიძე: საკონსტიტუციომ მარიხუანის ფაქტობრივ ლეგალიზებაზე გადაწყვეტილება განმარტოს

126

საკონსტიტუციო სასამართლომ კეთილი უნდა ინებოს და განმარტოს თავის გადაწყვეტილება მარიხუანის ფაქტობრივ ლეგალიზებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე Facebook-ში წერს.
"მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილისათვის ასე ერთგვაროვანი და ცალსახა არაა ეს თემა და პასუხს მერე პარლამენტისგან ითხოვს ..

ეს ფაქტობრივად პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და გასცეს მაშინ პასუხი მოსახლეობას მთელს ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე საკონსტიტუციო სასამართლომ", – წერს ლევან კობერიძე Facebook-ში.

შეგახსენებთ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყანაში მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციას დაუჭირა მხარი და მისი მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელი გააუქმა.

Comments
Loading...