- Advertisement -

კობერიძე: ჩემს კოლეგა ოს ექიმებს თხოვნით მოგმართავთ, ყველაფერი გააკეთეთ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო ტყვეობიდან გათავისუფლდეს

32

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე  სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე წერს.
„მოვუწოდებ ყველა ჩემს კოლეგა ოს ექიმს, რომელიც ცხინვალის რეგიონში მუშაობს: მოგმართავთ თქვენ, როგორც ექიმი ექიმებს – ჩვენ გვაერთიანებს მინიმუმ ჰიპოკრატეს ფიცი, რომლითაც პაციენტის მკურნალობა არის უზენაესი დანიშნულება ექიმის და არ ცნობს არანაირ ბარიერებს ნებისმიერი სახის დაპირისპირების ან ომის პირობებშიც კი. უამრავი ცხინვალის რეგიონის მცხოვრებელი, თქვენივე ოჯახის წევრები, მეგობრები, მეზობლები, შვილები გადიან მკურნალობას საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიის კლინიკებში, როდესაც თქვენი დახმარება აღარ არის საკმარისი და ამას აკეთებენ სწორედ ისეთი ექიმები, როგორიცაა ვაჟა გაფრინდაშვილი. ის მიდიოდა პაციენტთან სწორედ იმ საექიმო ფიცის რწმენით, რომელიც არ გამოვრიცხავ ბევრ ჩვენთაგანს ერთადაც კი გვაქვს დადებული ჩვენს საერთო ალმა მატერში თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში. მოგმართავთ თხოვნით, გააკეთეთ ყველაფერი, რაც თქვენს შესაძლებლობებშია, მოსთხოვეთ ვისაც ჩათვლით საჭიროდ, რომ დროულად გათავისუფლდეს უკანონო ტყვეობიდან და დაუბრუნდეს თავის ოჯახს და საექიმო საქმიანობას თქვენივე კოლეგა, ღირსეული ადამიანი და პროფესიონალი ვაჟა გაფრინდაშვილი !
იმედი მაქვს ეს ჩემი მოწოდება მიიქცევს თქვენს ყურადღებას და რეაგირებაც იქნება შესაბამისი! მადლობა წინასწარ!“-წერს  ლევან კობერიძე.

Comments
Loading...